[ PRIVACY ]
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 12 ოქტომბერი, 2026
ამ გვერდზე მარტივად აგიხსნით, რა ინფორმაციას ვიღებთ vixel.ge-ზე, რისთვის ვიყენებთ მას და როგორ შეგიძლია მისი წაშლის მოთხოვნა.
რას ვაგროვებთ
საკონტაქტო ფორმით მხოლოდ იმას, რასაც თავად მოგვწერ: სახელს, WhatsApp-ის ნომერს ან ელ-ფოსტას, არჩეულ სერვისს და შეტყობინებას. ფორმის გარეშე პირად მონაცემებს არ ვაგროვებთ.
რისთვის ვიყენებთ
მხოლოდ იმისთვის, რომ გიპასუხოთ, დავაზუსტოთ შენი პროექტი და გამოგიგზავნოთ შეთავაზება. რეკლამისთვის ამ ინფორმაციას არ ვიყენებთ, არავის ვუზიარებთ და არ ვყიდით.
სად იგზავნება
ფორმის შეტყობინებას სერვისი Web3Forms (web3forms.com) გადმოგვიგზავნის ჩვენს ელ-ფოსტაზე [email protected] (Google Gmail). თუ WhatsApp-ით ან Facebook-ით გვწერ, მიმოწერა ამ სერვისებში ინახება და მათ წესებს ექვემდებარება.
რამდენ ხანს ვინახავთ
მიმოწერას ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა შენი მოთხოვნისა და შემდგომი თანამშრომლობისთვის — თუ თანამშრომლობა არ შედგა, არაუმეტეს 12 თვისა ბოლო კონტაქტიდან. შემდეგ ვშლით.
Cookie-ები და სტატისტიკა
საიტი cookie-ებს არ იყენებს. ვიზიტების ზოგადი სტატისტიკისთვის შეიძლება გამოვიყენოთ Cloudflare Web Analytics, რომელიც cookie-ების გარეშე მუშაობს და კონკრეტულ ადამიანს არ ადევნებს თვალს. ბრიფის მონაცემები დროებით მხოლოდ შენს ბრაუზერში ინახება და ჩანართის დახურვისას იშლება.
შენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო, გაჩვენოთ, შევასწოროთ ან წავშალოთ შენ შესახებ არსებული ინფორმაცია. მოგვწერე [email protected]ზე — მოთხოვნას რაც შეიძლება მალე დავამუშავებთ.